რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მსოფლიოს რუსეთის "გაუქმება" უნდა, მაგრამ მისი თქმით, კრემლს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს.
"გაყავი და იბატონე" სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია. რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში. ისინი იაზრებენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვაწინაურებთ.
ეს უკვე ხდება მათი [დასავლეთის] რუსეთის წინააღმდეგ მუშაობის მეთოდი. გამოიყენონ ნაციზმის თეორია ჩვენს წინააღმდეგ და გამოიყენონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ამ თეორიის პრაქტიკაში განსახორციელებლად", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინდოეთში ვიზიტის დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თითქოს ცდილობდა ომი შეეჩერებინა, რომელიც "მის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის დახმარებით იყო გაჩაღებული".